1.პროექტის სახელი:
'' სკოლის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჭაბურღილის წყლის ხარისხის დადგენა ''
2. პროექტის მოკლე აღწერა:
ქ.თბილისის 199-ე სკოლა პანსიონი სასმელი და ტექნიკური მიზნით წლიურად ხარჯავს 6 300კუბ.მეტრი (27 720 ლარი) მოცულობის წყალს. სკოლის ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით სკოლის დირექციამ გადაწყვიტა წყლის ჭაბურღილის გათხრა. წყლის სასმელი ან ტექნიკური მიზნით ვარგისიანობის დასადგენად აუცილებელია წყლის ხარისხის დადგენა ანუ წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზის ჩატარება.
3.პროექტის სრული აღწერა:
სკოლის ტერიტორიაზე არსებული წყლის ხარისხის დასადგენად ჩატარდება წყლის ნიმუშების ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი. ანალიზები ჩატარდება სკოლის ქიმიის კაბინეტის ბაზაზე, უფროსკლასელთა მონაწილეობით. მოსწავლეებთან შემუშავდება წყლის ანალიზის მეთოდები,ისინი დაეუფლებიან წყლის სინჯის სწორად აღების , აღებული სინჯის შენახვის,დაკონსერვების და საანალიზოდ მომზადების მეთოდებს, აგრეთვე მარტივი ქიმიური ანალიზის ჩატარების მეთოდიკას. აითვისებენ ანალიზისათვის გამოყენებულ ხელსაწყოებზე მუშაობის ჩვევებს. ლაბორატორიული სამუშაოები ჩატარდება კვირაში ორჯერ გაკვეთილების შემდეგ. ანაალიზები ჩატარდება მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდების გამოყენებით.
4.მონაწილეთა ასაკი:
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ X-X1 კლასის მოსწავლეები, მათი ასაკია 15-16 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეებთან შემუშავდება წყლის შედგენილობის განსაზღვრის მეთოდები, თავისი ხელით დაამზადებენ სამუშაო ხსნარებს, ისწავლიან მარტივ , ანალიზურ ხელსაწყოებზე მუშაობის წესებს და აითვისებენ მონაცვემთა დამუშავების მეთოდებს.
7. მოსალოდნელი შედეგები:
დადგინდება სკოლის ეზოში არსებული ჭაბურღილის წყლის ხარისხი და დირექციას მიეცემა მისი გამოყენების რეკომენდაცია.
8. სარგებელი სხვებისთვის:
სკოლა შეძლებს დაზოგოს საკმაოდ დიდი თანხა და გამოიყენოს გამოთავისუფლებული თანხა სკოლის სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზებისათვის.
9. სამუშაო ენა:
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ არის დაგეგმილი
11.საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი განხორციელდება ბუნებისმეტყველების საგნებთან კავშირში, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ თანხმობაში.
12. პროექტის ფასილიტატორი:
ლიანა ინწკირველი, ქ.თბილისის 199-ე სკოლა-პანსიონის ქიმიის მასწავლებელი.
13. ფასილიტატო რის ელ-ფოსტა:
intskirveliliana@gmeil.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
lianaintskirveli.blogspot.com
No comments:
Post a Comment